გელაშვილი ნიკოლოზ ტარასის ძე

ნ. გელაშვილი

გელაშვილი ნიკოლოზ ტარასის ძე [15 (28). V. 1906, სოფ. ძირულა, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი], მეცნიერი მეღვინეობის დარგში.

ტექ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1970), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1984).

1931 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკ-ტი და მუშაობა დაიწყო იქვე, მეღვინეობის კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ ფაკ-ტის დეკანის მოადგილედ. 1937–43 იყო საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის დირექტორი, 1944–52 – საკავშ. მევენახეობა-მეღვინეობის ინ-ტის ამიერკავკ. ფილიალის შამპანური მეღვინეობის განყ-ბის ხელმძღვანელი, 1952–84 – საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის (ახლანდ. აგრ. უნ-ტი) მეღვინეობის კათედრის გამგე, 1984-იდან – ამავე კათედრის პროფესორი. გ-ის შრომები ეხება შამპანური ღვინის წარმოებაში საქართვ. ყურძნის ადგილ. ჯიშების გამოყენების საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილოდები.

ლიტ.: მეღვინეობა, ნაწ. 1–2, თბ., 1961.

თ. სიხარულიძე