გელაძე თამარ ნიკოლოზის ასული

გელაძე თამარ ნიკოლოზის ასული (24. VI. 1920, თბილისი, – 4. IV. 1981, იქვე), მუსიკათმცოდნე და პედაგოგი.

საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1979). ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1952). 1942 დაამთავრა თსუ-ის რუსული ფილოლ. ფაკ-ტი, ხოლო 1945 – თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვ. თეორ.-საკომპოზიციო განყ-ბა (პ. ხუჭუას ხელმძღვანელობით). 1946–49 მოსკ. კონსერვატორიაში გაიარა ასპირანტურის კურსი (ხელმძღვ. რ. გრუბერი). 1953-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. კონსერვატორიაში (1980-იდან პროფესორის მოვალეობის შემსრულებელი). 1960-იდან აქტიურად თანამშრომლობდა რესპ. პერიოდულ პრესაში, აგრეთვე რუს. და ქართ. ენციკლოპედიებში. მისი ნაშრომები ეძღვნება საზღვარგარეთული და ქართ. მუსიკის აქტუალურ საკითხებს.

გ. ტორაძე