გელეიშვილი პეტრე პავლეს ძე

პ. გელეიშვილი

გელეიშვილი პეტრე პავლეს ძე (20. V. 1870, სამტრედია, – 1937), პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატი (მენშევიკი).

1888 დაამთავრა ქუთ. საქალაქო სასწავლებელი. 1898–1903 პეტერბურგში მუშაობდა ცნობილი ქართ. ფიზიოლოგის ი. თარხნიშვილის ჟურნალში მდივნად და თანამშრომლობდა „ლეგალური მარქსისტების“ ორგანოებში – „ნოვოე სლოვო“, „ნაჩალო“ და „ჟიზნი“, სადაც განაგებდა ამიერკავკ. განყ-ბებს. 1903–05 ბაქოს საქალაქო თვითმმართველობის მდივანი იყო, 1917 თებ. რევოლუციის შემდეგ – ამიერკავკ. სეიმის წევრი, საქართვ. მენშევიკური მთავრობის მიწათმოქმედების მინისტრის ამხანაგი და საქართვ. დამფუძნებელი კრების წევრი. 1923–29 მსახურობდა საქართვ. ცენტრ. სტატისტ. სამმართველოში, 1927–29 – საქართვ. რევ. მუზეუმში, 1933–37 კი – სსრკ მეცნ. აკად. ამიერკავკ. ფილიალში. წერდა „ყარიბის“ ფსევდონიმით. როგორც მენშევიკს, ქართ. ეროვნ.-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიმართ ჰქონდა ნიჰილისტური დამოკიდებულება. ცნობილა მისი ლექცია ი. ჭავჭავაძის წინააღმდეგ, რ-იც შემდეგ ცალკე წიგნად გამოიცა („ილია ჭავჭავაძე როგორც პოეტი და პუბლიცისტი“).

ა. ბარამიძე