გელოვანი გურამ დავითის ძე

500px|thumb|
გ. გელოვანი. მოხუცი ხანჯლით 1953

გელოვანი გურამ დავითის ძე (21. V. 1928, ჭიათურა, – 10. XII. 1986, თბილისი), ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1965).

1954 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (უ. ჯაფარიძის კლასი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1954-იდან. გ-ის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია თავდაჭერილი კოლორიტი, პოეტურობა, სადა და გასაგები ფორმა, მონუმენტურობა, სახეთა განზოგადება. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „ახალგაზრდობა“ (1957, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი, თბილისი), „დედის პორტრეტი“ (1953), „ოჯახი დუშეთიდან“ (1964), „მშვიდობის სადარაჯოზე“ (1965, ყველა საქართვ. სურათების გალერეა, თბილისი) და სხვ.