გელოვანი დავით მიხეილის ძე

გელოვანი დავით მიხეილის ძე (21. IX. 1908, ქუთაისი, ‒ 29.I. 1995, თბილისი), ვეტერინარი. ვეტ. მეცნ. დოქტორი (1952), პროფესორი (1952), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1982).

1931 ერევანში დაამთავრა ამიერკავკ. ვეტ. ინ-ტი და დაიწყო მუშაობა ვეტექიმად ჯერ ხარაგაულის რ-ნში, შემდეგ – პირველ ქართ. საარტ. ლეგიონში. 1933-იდან იყო საქართვ. ექსპერ. ვეტ. სახელმწ. ინ-ტის საბრძოლო-მომწამვლელ ნივთიერებათა ტოქსიკოლოგიის ლაბორ. გამგე. 1943-იდან – საქართვ. ზოოვეტ. ინ-ტის ფარმაკ. კათედრის დოცენტი, ხოლო 1947– 8 ამავე კათედრის გამგე.

მისი შრომების თემაა კლავიცეპს-პალიტოქსიკოზის სამხარეო პათოლოგია, სას.-სამ. ცხოველთა ჰელმინთოზების, მსხვ. რქ. საქონლის ჰემოსპორიდიოზების, ფრინველის კოქციდიოზის ქიმიოთერაპია და ქიმიოპროფილაქტიკა, აგრეთვე ანტიბიოტიკების რაციონალურად გამოყენება სას.-სამ. ცხოველების დაავადებათა წინააღმდეგ.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

კ. კაპანაძე