გელსუნდა

გელსუნდა ქვისკარი

გელსუნდა, კლდეში ნაკვეთი ხუროთმოძღვრული ძეგლი სოფ. ხერთვისთან (ასპინძის მუნიციპალიტეტი), მდ. მტკვრის მარცხ. ნაპირზე.

შეიცავს გამოქვაბულთა სამ დამოუკიდებელ კომპლექსს. უდაბნოს კომპლექსი ორ სართულადაა განლაგებული კლდის გაყოლებით. შედგება ბერთათვის განკუთვნილი, სწორკუთხედის მსგავსი ფორმის თითო ქვაბისაგან. აქვს ბრტყელი ჭერი და რამდენიმე უხეშად დამუშავებული კედლის სიბრტყეები.

თარიღდება VIII–IX სს-ით. შემორჩენილია ქვაბში ჩაშენებული ქვიტკირის მცირე დარბაზული ეკლესიის ნანგრევი, რ-ის თავზე, კლდის სიღრმეში, მოწყობილია სახიზარი (ქვაბი). დღეისათვის კომპლექსის ზედა სართული მიუდგომელია კლდის წინა პირის ჩამონგრევის გამო. უდაბნოს ზემოთ, ფრიალო კლდეში, რამდენიმე სართულად განლაგებული ქვაბთა კომპლექსია, რ-იც შედგება ცალკეული ხელოვნური ქვაბ-სათავსებისაგან ოვალური და შემთხვევითი ფორმის შიდა სივრცეებით. მესამე კომპლექსი დარნის (იხ. დარანი) ტიპისაა. ამ გვირაბულ გამოქვაბულში შემორჩენილია ქვისქუსლიანი კარი. ქვაბი და დარნის კომპლექსები ადრინდ. შუა საუკ. ხანისაა.

ლიტ.: გაფრინდაშვილი გ., ვარძია, თბ., 1976.

გ. გაფრინდაშვილი