გეოგრაფიული განათლება

გეოგრაფიული განათლება, სპეციალისტ გეოგრაფთა მომზადების სისტემა. ზოგად გეოგრ. განათლებას იძლევა საშ. ზოგადსაგანმან. სკოლა.

პირველი ქართულენოვანი გეოგრ. სახელმძღვანელოები შეიქმნა XVII ს-ში. 1710 რუსეთში ჰოლანდიურიდან ითარგმნა გეოგრ. სახელმძღვანელო, რ-იც 1727 გ. გელოვანმა მოსკოვში ქართულად თარგმნა სახელწოდებით „ღეოღრაფია ანუ მოკლედ ქვეყნის სიმგურგვლისათვის აღწერა...“. 1752 ვახუშტი ბატონიშვილმა ქართ. ენაზე თარგმნა მსოფლიოს მცირე ატლასი და მის უკეთ მოსახმარად დაწერილი სახელმძღვანელო „მოკლედ ქცეულების ღეოღრაფია...“, რ-საც დაუმატა აღმ. ამიერკავკ., სპარსეთისა და ოსმალეთის გეოგრ. დახასიათება. მოსწავლე ახალგაზრდობაში გეოგრ. ცოდნის ელემენტების შეტანას დიდად შეუწყო ხელი ი. გოგებაშვილის შრომებმა და სასკოლო სახელმძღვანელოებმა.

საქართვ. გ. გ-ს დიდი ამაგი დასდო ა. ჯავახიშვილმა, რ-ის თაოსნობითაც 1920 თსუ-ში დაარსდა გეოგრ. და ანთროპ. კათედრა. 1934 ოქტ-ში შეიქმნა გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი. გ. გ-ს იღებენ თსუ-ში ილიას სახელმწ. უნ-ტში, საქართვ. ტექნიკურ უნ-ტში, სოხუმის, ბათუმისა და ქუთაისის სახელმწ. უნ-ტებში, აგრეთვე სხვადასხვა ინ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტებზე. უნ-ტებში მოქმედებს დოქტურანტურა რ-იც ამზადებს გეოგრ. მეცნ. განხრის სამეცნ. და სამეცნ.-პედ. კადრებს. უმაღლეს და საშ. სკოლებში გეოგრ. სწავლებისათვის შექმნილია სახელმძღვანელოები, გეოგრაფიული რუკები, გლობუსები, სასწავლო კინოფილმები და სხვა თვალსაჩინო საშუალებანი.

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დღეს დიდი ყურადღება ექცევა გეოგრაფ. განათლებას. გ.გ-ის ყველა მიმართულებაზე მეცნ. მუშაობასთან ერთად მიმდინარეობს პედ. საქმიანობა. საქართვ.უმაღლეს სასწავლებლებში მომზადებული და დაბეჭდილია უამრავი სახელმძღვანელო, სალექციო კურსი თუ მეთოდური მითითებანი. შექმნილია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თსუ-ში გეოგრ. მიმართულებაზე ამოქმედებული სამაგისტრო პროგრამა: „წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა“, ნიდერლანდების წყლის განათლების ინსტიტუტთნ (UNESCO-THE Institute for Water Education) და დელფის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (TU-Delft) თანამშრომლობით. სადოქტორო პროგრამა „გეოგრაფია“ საზოგადოებრივ გეოგრაფიის დეპარტამენტში, ლისაბონის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა „ურბანისტიკა“ და სამაგისტრო პროგრამა – „საზოგადოებრივი გეოგრაფია“ და „დემოგრაფია“.

გ. დონდუა

მ. მელიქსეთბეგი