გეოგრაფიული საზოგადოება

გეოგრაფიული საზოგადოება საქართველოსი

გეოგრაფიული საზოგადოება საქართველოსი, ა. ჯავახიშვილის სახ. ნებაყოფლობითი სამეცნიერო საზოგადოება; აერთიანებს გეოგრაფებსა და გეოგრაფიით დაინტერესებულ პირებს. შეიქმნა 1924 წ. 22 იანვ. თსუ-ის გეოგრ. კაბინეტისა და 1850 თბილისში დაარსებული რუს. საიმპერატორო გეოგრ. საზ-ბის კავკ. განყ-ბის ბაზაზე. თავდაპირველად საზ-ბაში იყო ანთროპოლოგიის, ეთნოლოგიის და მთასვლამგზავროსნობის განყ-ბები, საექსკურსიო ბიურო და კარტოგრაფიული კაბინეტი. საზ-ბის შემადგენლობაში იყო 4 განყ-ბა (სამეცნ.-კვლ., სასწ.-მეთოდური, სარედაქციო-საგამომცემლო და გეოგრ. ცოდნის გამავრცელებელი) 15 სექციით, 5 კომისია, 7 ფილიალი (სოხუმის, ბათუმის, ცხინვალის, ქუთაისის, გორის, თელავის, ახალციხის) და 2000-ზე მეტი წევრი. გ-ს-ის უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რ-საც იწვევენ 4 წელიწადში ერთხელ. ყრილობიდან ყრილობამდე საზ-ბას ხელმძღვანელობს სამეცნ. საბჭო, რ-იც მიმდინარე საქმიანობის წარმართვისათვის ირჩევს პრეზიდიუმსა და პრეზიდენტს. პირველი პრეზიდენტი იყო ქართვ. გეოგრ. და ანთროპოლოგი ა. ჯავახიშვილი.

გ. ს. სამეცნ. კოორდინაციას უწევს გეოგრ. სამუშაოებს, ატარებს სამეცნ. ხასიათის მოხსნებებსა და კონფერენციებს, კონსულტაციებსა და ექსპერტიზებს, ხსოვნის საღამოებს, ეწევა გეოგრ. ცოდნის პროპაგანდას, სამეცნ.-მეთოდურ დახმარებას უწევს გეოგრაფიის სწავლებას უმაღლეს და საშ. სკოლებში. საუკეთესო სამეცნ.-გეოგრ. ნაშრომებისათვის ანიჭებს ვახუშტი ბაგრატიონისა და ა. ჯავახიშვილის სახ. პრემიებს; გამოსცემს სამეცნ. და პოპულ. ლიტ-რას. 1924 და 1946 გამოვიდა საზ-ბის „მოამბის“ თითო ნომერი, 1939-იდან გამოიცა სამეცნიერო „შრომები“ (1939–93, ტ. 1–18), და მონოგრაფიები, რ-თა უმეტესობა ეძღვნება საქართვ. ისტ.-გეოგრ. პროვინციების დახასიათებას. საქართველოს გ. ს. 1924–47 შედიოდა განათლების სამინისტროში, 1937–98 – საქართველოს მეცნ. აკადემიის სისტემაში.

1998-იდან გ.ს. არასამთავრობო ორგანიზაციაა. იგი თავის რიგებში აერთიანებს 80 ნამდვილ და 1000-მდე ასოცირებულ წევრს, მ. შ. პედაგოგებსა და სტუდენტებს. გ. ს - ში ამჟამად არის 4 განყ-ბა: გეოგრ. მეცნიერების, გეოგრ. განათლების, გეოგრ. მეცნ. პოპულარიზაციისა რეგიონალურ-საერთაშ. ორგანიზაციებთან ურთიერთობის. რეგიონული ორგანიზაცია არის ქუთაისში, ბათუმში, გორში, სოხუმის რეგ. ორგანიზაცია – თბილისში. 1996-იდან გ. ს. არის საერთაშ. გეოგრ.კავშირის სრულუფლებიანი წევრი (1996-იდან) და ამერიკის მეცნიერების ხელშემწყობ ასოციაციასთან არსებული საერთაშ. კონსორციუმის წევრი.

2002–10 გამოდიოდა პროფ. ნ. ბერუჩაშვილის ინიციატივით დაარსებული „კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალი“(„Caucasian Geographical Review“), სადაც ქვეყნდებოდა სტატიები ქართ. რუს. და ინგლ. ენებზე. 2020-იდან თსუ-სთან და გეოგრ. ინტ-თან ერთად საზ-ბის ეგიდით გამოდის ინგლისურენოვანი ელექტრონული ჟურნ. („Georgian Geographical Journal“, რედ. რ. გაჩეჩილაძე).

გ. ს-ში მუდმივად ტარდება საერთაშ. და ადგილობრივი კონფერენციები, სიმპოზიუმები, ყრილობები, სესიები, წიგნების, ატლასების, სახელმძღვანელოების პრეზენტაცია და გამოფენები, საიუბილეო და ხსოვნის საღამოები.

2002 საქართველოს გ. ს.-ის კავკასიის განყ-ბის სამართალმემკვიდრის დაარსების 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საერთ. გეოგრ. კავშირის პრეზიდენტმა პროფ. ა. ბატიმერმა და სხვა უცხოელმა კოლეგებმა. 2011 საზ-ბის ყოფილი პრეზიდენტის, აკად. თ. დავითაიას დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო საერთაშ. გეოგრ. კავშირის პრეზიდენტი პროფ. რ. აბლერი. 2015 მოეწყო აკად. გ. ჩიტაიას 125 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა, ასევე ინგილოური ქსოვის ნიმუშების და ხელნაწერი რუკების გამოფენა.

გ. ს-ს გარკვეული წვლილი შეაქვს საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერ. და კულტ. ძეგლების შესწავლაში. 1998-იდან საზ-ბაში ფუნქციონირებს „ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლა“. საზ-ბას გააჩნია სპეციალიზებული ლიტ-რით დაკომპლექტებული ბ-კა.

ვ. ჯაოშვილი

ქ. მგალობლიშვილი