გეომეტრიული სტილი

გეომეტრიული სტილი ხელოვნებაში, ძველი ბერძნული ხელოვნების განვითარების ერთ-ერთი ადრეული სტადია (ძვ. წ. IX–VIII სს.).

ამ სტილის ხელოვნ. ნიმუშები მაღალი ოსტატობით გამოირჩევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გ. ს-ით შესრულებული ლარნაკწერა. მსგავსი ხასიათისაა ამ პერიოდის მცირე ქანდაკება და საიუველირო სამკაულთა რელიეფი. გ. ს-ის მნიშვნელოვანი ნიმუშებია აღმოჩენილი საქართველოში (სამთავროს ბრინჯაოს სარტყლები, ძვ. წ. VIII–VII სს. და სხვ.).