გეოლოგიური საზოგადოება

გეოლოგიური საზოგადოება საქართველოსი, ნებაყოფლობითი სამეცნიერო საზოგადოება.

დაარსდა 1933 თსუ-ის გეოლ. ინ-ტთან აკად. ა. ჯანელიძის ინიციატივით. (1947–2006) საქართვ. მეცნ. აკად. სისტემაში. საზ-ბის მიზანია ხელი შეუწყოს გეოლ. და მისი მონათესავე მეცნიერებების განვითარებას, სამეცნ. კვლევის შედეგების დანერგვას წარმოებაში, გეოლ. სამეცნ. და პრაქტ. ამოცანების გადაჭრას, გეოლ. კადრების მომზადების საქმეს და სხვ.

საზ-ბის უმაღლესი ორგანოა მისი საერთო კრება, რ-იც ირჩევს პრეზიდენტს, საბჭოსა და სარევიზიო კომისიას. საბჭო თავის სხდომაზე ირჩევს პრეზიდიუმს. ვიცე-პრეზიდენტებს (3) და სწავლულ მდივანს. საზ-ბას აქვს მოხსენებებისა და ექსკურსიების სექციები, აგრეთვე სარედაქციო კოლეგია. საზ-ბა ატარებს საჯარო სხდომებს, სამეცნ. სესიებს, ხსოვნის საღამოებს, გეოლ. ექსკურსიებს. პერიოდული ორგანოა საზ-ბის „მოამბე“ (1959-იდან; 9 ტ., თითოეული 2 ნაკვეთად).

1988 საზ-ბამ დააწესა კ. გაბუნიას სახ., 1993 – ს. სულხანიშვილის სახ. (ახალგაზრდული) პრემიები.

ვ. ზესაშვილი