გეოფიზიკური განათლება

გეოფიზიკური განათლება, გეოფიზიკის სპეციალისტთა მომზადების სისტემა.

XIX ს-ში გეოფიზიკურ კვლევას (დედამიწის ბუნებრივი ფიზ. ველების კვლევა) ატარებდნენ ძირითადად ფიზ.-მათ. განათლების მქონე პირები. საკუთრივ გ. გ-ს საფუძველი ჩაეყარა 1920-იან წლებში. გ. გ-ს იღებენ უნ-ტებში, პოლიტექ. და ინდუსტრ. ინ-ტებში და სპეც. (სამთო და გეოლ., განსაკუთრებით კი ნავთობისა და აირის) პროფილის ინ-ტებში. ტექნიკოს-გეოფიზიკოსებს ამზადებენ სპეც. ტექნიკუმებში. საქართველოში გ. გ-ს საფუძველი ჩაეყარა თსუ-ში, სადაც 1933 გაიხსნა გეოფიზიკის კათედრა (პირველი გამგე – მ. ნოდია). გეოფიზიკოსთა კადრებს ამზადებდნენ ფიზ. ფაკ-ტზე „მყარი“ დედამიწის ფიზ., ატმ. ფიზიკისა და მზე-დედამიწის კავშირების ფიზიკის სპეციალობით. თსუ გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე 1969 დაარსდა ძიების გეოფიზ. მეთოდების კათედრა (პირველი გამგე – ბ. ბალავაძე).

დაიწყო ინჟინერ-გეოფიზიკოსთა კადრების მომზადება სპეციალობით: სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ძიების გეოფიზ. მეთოდები. ძიების გეოფიზ. მეთოდების კურსი 1930-იდან ტარდება საქართვ. ტექ. უნ-ტში გეოლ. სპეციალობის სტუდენტებისათვის. თსუ-ის გეოფიზიკისა და ძიების გეოფიზიკური მეთოდების კათედრებზე არსებობს დოქტორანტურა.

ბ. ბალავაძე