გერანი

გერანი

გერანი, ზეთის ნემსიწვერა (Pelargonium roseum), მრავალწლოვანი, ძლიერ დატოტვილი ბუჩქბალახა ეთერზეთოვანი მცენარე ნემსიწვერასებრთა ოჯახისა.

საქართველოში 1927-იდან გავრცელდა (აფხაზეთი, ლაგოდეხის, თელავის, ყვარლის, მარნეულის, აბაშის და სხვ. რ-ნები). ამჟამად გ-ს 600 ჰა-ზე მეტი ფართობი უკავია. 1929-იდან სოხუმში დაიწყო გ-ის პირველი სამრეწვ. რგვა; აქვე ეთერზეთოვანი კულტურების საცდელ სადგურში გამოიყვანეს უხვზეთოვანი ჰიბრიდები № 24 და № 7. გ-ის შებუსული ღეროსა და ფოთლებისაგან ღებულობენ ვარდის სურნელების მქონე, გამჭვირვალე, მომწვანო, ზოგჯერ მოყვითალო ეთეროვან ზეთს, რ-საც იყენებენ პარფიუმერიაში, საპნის წარმოებაში, კოსმეტიკასა და კვების მრეწველობაში.

ე. ჩიქვანაია