„გერგილი“

„გერგილი“, უძველესი ქართული (სვანური) ხალხური ცეკვა, რიტუალური ხასიათის ფერხული. ასრულებდნენ საერო დღესასწაულებსა და სანადიროდ გამგზავრების წინ. ფერხულის წარმოშობა უკავშირდება კავკასიონის ქედის სამხრ. ფერდობზე სვანების დასახლების პერიოდს, კერძოდ ამ ტერიტორიაზე მინერ. (მჟავე) წყლების აღმოჩენას. ფერხულს ასრულებენ ქალ-ვაჟთა წყვილები ორპირული სამხმიანი სიმღერის ფონზე. სიმღერის ტექსტი მიძღვნილია სვანი მონადირის – გერგილისადმი (გიორგი), რ-იც თითქოს პირველი წააწყდა სოფ. ცხარვაშში მინერალურ წყალს, დაეწაფა მას და ისე გაბრუვდა, რომ რამდენ ნაბიჯსაც წინ წადგამდა, იმდენს – უკან. სწორედ ეს მოძრაობა დაედო საფუძვლად ცეკვას. მუს. ზომაა 2/4.

ა. თათარაძე