გერ-დედინაცვალი

გერ-დედინაცვალი, ხალხური ეპოსის პერსონაჟები, ქართული ზღაპრის პოპულარული გმირები.

გერი მიმზიდველი, კეთილი, გარეგნულად მომხიბლავი პიროვნებაა, ხშირად მზეთუნახავიც არის. დედინაცვალი ბოროტი ძალის განსახიერებაა, ცბიერი, შურიანი, გარეგნობით – მახინჯი.

გ.-დ-ის ციკლის ხალხ. თხზულებანი ძირითადად საოჯახო ტრაგედიას ასახავენ, რ-საც გ.-დ-ის კონფლიქტი უდევს საფუძვლად. კონფლიქტის საბაბი, უმეტეს შეთხვევაში, გერისა და დედინაცვლის შვილის დაპირისპირებაა. გ.-დ-ის ჭიდილში, როგორც წესი, გერი იმარჯვებს. ხალხ. თხზულებათა ავტორების სიმპათია გერის მხარეზეა. დედინაცვლის მიერ მოგონილ უაღრესად ძნელ დავალებათა შესრულებაში მას ქომაგები ეხმარებიან, დედინაცვალი მარცხდება.

გ.-დ-ის სახეები ცნობილია მსოფლიო ფოლკლორში.

ლიტ.: ღლონტი ა., ქართული ხალხური ნოველა, წგ. 1–2, თბ., 1963–66; Мелетинский Е.. Герой волшебной сказки, М., 1956.

ფ. ზანდუკელი