ბურჯანაძე გიორგი (გია) თენგიზის ძე (დ. 3. V. 1961, თბილისი) თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1990).
1981 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. 1979–81 მოღვაწეობდა თბილ. მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრში, ხოლო 1981-იდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია, სადაც შეასრულა როლები: ენდი (ა. გარნეის „სასიყვარულო ბარათები“), კოკი (გ. და ნ. ჟორდანიების „თეთრი იასამანი“), აბელ ზნორკო (ე.-ე. შმიტის „იდუმალი ვარიაციები“), კოტე აფხაზი ( გ. ქართველიშვილის „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“), არჩილი, ავტორი ( „ასი წლის წინათ“ ი. ჭავჭავაძის მოთხრობების მიხედვით), ცოტნე (ლ. როსებას „სიყვარულის მზე“), კონსტანტინე ლევინი (ლ. ტოლსტოის „ანა კარენინა“), გრუშნიცკი (მ. ლერმონტოვის „თავადის ასული მერი“), კახა (ლ. თაბუკაშვილის „შენსკენ სავალი გზები“), ორფეოსი (ჟ. ანუის „ევრიდიკე“), ლევან ორბელი (გ. რობაქიძის „გრაალის მცველნი“, მარჯანიშვილის სახ. პრემია,1991), გადილა (ჯ. იოსელიანის „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“), მეფე გიორგი I (კ. გამსახურდიას „დიდოსტატი“), ნაჰშაბი (მ. კუჭუხიძის „ყბედი თუთიყუში“), ედმუნდი (უ. შექსპირის „მეფე ლირი“), ვერშინინი (ა. ჩეხოვის „სამი და“), პასტორი (ა. სტრინდბერგის „მამა“), ჰეროდე (ო. უაილდის „სალომეა“), აფრანიუსი (მ. ბულგაკოვის „პილატე“), სერგო (ვ. კანდელაკის „გიორგი მაზნიაშვილი’’) და სხვ; კინომსახიობთა თეატრში მონაწილეობდა სპექტაკლში: მ. შატროვის „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“; პ. ციკოლიას, დამოუკიდებელ თეატრ. პროექტში „მედეა SOLEON“ შეასრულა ეპოპეს როლი.
1984-85 მიწვეული იყო ფოთის ვ. გუნიას სახ. სახელმწ. დრამ. თეატრის მეასე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სპექტაკლში იაზონის (ევრიპიდეს „მედეა“) როლის შესასრულებლად. კინოფილმებში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გურამი („დიმიტრი II“, რეჟ. რ. ხოტივარი, 1982), ლევან ბატონიშვილი (რეჟ-ები: ა. დარსაველიძე, გ. ლორთქიფანიძე, 1983), ალექსი („ბრავო, ალბერ ლოლიშ“, რეჟ. მ. თავაძე, 1987), ბაკური („ვამეხი მოდის“, რეჟ-ები: ო. ლითანიშვილი, ო. შამათავა, 1988), კაპიტანი („ოპერაცია ვუნდერლანდი“, რეჟ. ო. კობერიძე, 1988), ლიმონა („თეთრი ბაირაღები“, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 1990), თემო („ცეცხლთან თამაში“, რეჟ. ა. ნინუა, 1990), რეზო („პრემიერა“, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 1991), „ტრიუკების ოსტატი“, რეჟ. ს. შერბინი, 2014, „მტერი ჩემი –ძმა ჩემი“! რეჟ. ლ. ანჯაფარიძე, 2016) და სხვ.