ბაციაშვილი ნინო გიორგის ასული (დ. 01.I.1987, ბათუმი), სპორტსმენი. მოჭადრაკე.
დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. უნ-ტი, სპეციალობით კავშირგაბმულობის ინჟინერი. საერთაშ. დიდოსტატი ქალთა შორის (2008), საერთაშ. ოსტატი მამაკაცთა შორის (2011), საერთაშ. დიდოსტატი ვაჟთა შორის (2018). საქართვ. ქალთა ნაკრების შემადგენლობაში საჭადრაკო ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (2018), გუნდურ შეჯიბრებაში − მსოფლიოს ჩემპიონი (2015) და მესამე პრიზიორი (2017, 2019), ევროპის ჩემპიონატის მეორე (2017) და მესამე (2015) პრიზიორი. ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2015), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი სწრაფ ჭადრაკში (2015).
ევროპის ონლაინ ჩემპიონატის გამარჯვებული (2020). მსოფლიო ქალთა გრანპრის სერიის ტურნირების II და III ადგილის მფლობელი (2015−16). ევროპის საკლუბო თასის მფლობელი (2014, 2015, 2017, 2019) და მეორე პრიზიორი (2016, 2018) ბათუმის კლუბ „ნონას“ შემადგენლობაში. საქართვ. სამგზის ჩემპიონი (2015, 2018, 2020). პოლონეთის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული სწრაფ ჭადრაკში (2020). მრავალი საერთაშ. ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი.
მინიჭებული აქვს ქართული სპორტის რაინდის (2015) წოდება.
დ. გურგენიძე