აბი

აბი, ნასოფლარი ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალციხიდან 2 კმ-ზე.

ბოლო წლებში ა-ის მოსახლ. ნაწილი ქ. ახალციხეში, მარდის უბანში ჩასახლდა. ა. იხსენიება „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (XVI ს. მიწურული). ამ დროს იქ ქართვ. გლეხთა 10 კომლი ცხოვრობდა.

ი. სიხარულიძე