არაბული ბაღათერ სუმბატის ძე

არაბული ბაღათერ სუმბატის ძე (დ. 5. X. 1950, სოფ. მაწმაო, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საქართვ. მწერალთა კავშირის თავმჯდომარე (2017–18), მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე (2014-იდან).

1973 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამშ. ფაკ-ტი. პარალელურად სწავლობდა თსუ-ის ხელოვნ. ფაკ-ტზე. მუშაობდა საპროექტო ინ-ტში კონსტრუქტორად, 1985-იდან იყო ჟურნ. „ნობათის“ რედაქტორი და ჟურნ. „ცისკრის“ პოეზიის განყ-ბის გამგე (1989-იდან), შემდეგში კი – რედაქტორი (2012–2014).

პირველი კრებული გაზაფხულის ფოთლები გამოსცა 1977, ავტორია წიგნებისა: „იხსენებ ჩავლილს“ (1984), „ჟამი სინათლისა“ (1987), „ერთტომეული“ (2003), „ხევსურული საგა“ (2016), „საწუთროს გზებზე“ (2021). ა-ის ლექსები თაგმნილია ესპანურ, ჰოლანდიურ, იტალ., ინგლ., რუს., უკრაინულ, ბულგარულ, სომხ., უნგრულ, უზბეკურ, აზრბ. ენებზე. ა. არის გალაკტიონ ტაბიძის (2009), დავით აღმაშენებლის (2010), ჯ. აჯიაშვილის (2020), ილია ჭავჭავაძის (2021) პრემიების ლაურეატი, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

ს. მეტრეველი