კვერენჩხილაძე რომან ილიას ძე

კვერენჩხილაძე რომან ილიას ძე (20. VII. 1933, სოფ. ჩოჩხათი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 10. I. 1993, თბილისი), გეოგრაფი. გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1975), პროფესორი (1981).

1956 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლოგიის ფაკ-ტი ეკონ. გეოგრაფიის სპეციალობით და მუშა­ობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში. იყო რეგიონალური გეოგრაფიის ლაბორ. ხელმძღვანელი (1979–81), დირექტორის მო­ად­გი­ლე სამეცნ. დარგში (1981–91), დირექტორი (1991-იდან).

კ-ის მეცნ. ინ­ტე­რე­სე­ბის სფეროს წარმოადგენდა სა­ქარ­თვე­ლოს ეკონ. და სოც. გეოგრაფია, რეგიონალური გეოგრაფია, ეკონ. დარაიონება, გეოგრ. ისტორია და სხვ. იკვლევდა რაიონთაშორისი კავშირების თეორიულ და რეგიონალურ პრობლემებს. კ. ითვლება ტრანსპ. გეოგრაფიის ფუძემდებლად სა­ქარ­თვე­ლო­ში. მუ­შა­ობ­და სატრანსპორტო-ეკონ. კავშირების რაციონალიზაციის საკითხებზე. კ. აქტიურად მონაწილეობდა ინ-ტის ეკონ. გეოგრაფიის განყ-ბის ექსპედიციებში და იყო სა­ქართვ. რეგიონების გეოგრ. პრობლემებისადმი მიძღვნილი 20-მდე მონოგრაფიის თანაავტორი. წლების განმავლობაში იყო სა­ქართვ. განათლების სამინისტროს გეოგრაფიის სამეცნ.-მეთოდური საბჭოს თავ-რე, სასკოლო და უმაღლესი სასწავლებლის სახელმძღვანელოების თანაავტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, რ-თა ნაწილი გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ (აშშ, ჩე­ხოსლოვაკია, ბულგარეთი და სხვ.).

კ-ს მიღებული აქვს ა. ჯავა­ხიშვი­ლის სახ. პრემია (1989), ვახუშტი ბაგრატიონის სახ. პრემია (1993; თანაავტორებთან ერთად) მო­ნოგრაფიისათვის ­„თბილისი. ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვ­ლევა". „სა­ქარ­თვე­ლოს სასწავლო-გეოგრაფიული ატლასის" შედგენაში მონაწილეობისა და რედაქტორობისათვის მინიჭებული აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელმწ. პრემია (1994; გარდაცვალების შემდეგ).

თხზ.: სა­ქარ­თვე­ლოს ტრანსპორტი (ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევა), თბ., 1986; გ. გეხტმანის ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1992; Географические проблемы транспорта Грузии, Тб., 1976.

ლიტ.: ხ ა რ ა ძ ე  კ., გეოგრაფიული მეცნიერების მოამაგე რომან კვერენჩხილაძე, თბ., 2018.

ვ. ნეიძე