კვერენჩხილაძე რევაზ კასიანეს ძე

კვერენჩხილაძე რევაზ კასიანეს ძე (დ. 5. VIII. 1928, სოფ. ხორეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი.

დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1952). 1952–2013 მუ­შაობ­და სა­ქართვ. მწერალთა კავშირში, 1960–2005 იყო მწერალთა კავშირის ბ-კის გამგე. 2013-იდან სა­ქართვ. მწერალთა ეროვნ. აკადემიის წევრია. იკვლევს XX ს. სამწერლო გაერთიანება-ორგანიზაციების ისტორიას, მწერალთა ცხოვრებისა და რეპრესიების ამსახველ საკითხებს. აქვეყნებდა სტატიებსა და ნარკვევებს ჟურნალ-გაზეთებში, 2001–07 კითხულობდა მოხსენებებს საავტორო „ლიტერატურულ ­ორშაბათობებზე".

მწერალთა კავშირის ისტო­რიას ეხება კ-ის წიგნები: „სა­ქარ­თვე­ლოს მწერალთა კავშირი. 1917–1982" (1983), „XX საუკუნის სა­ქარ­თველოს ლიტერატურული ცხოვრება" (2008), „ქვიშხეთის ხიბლი" (2009), „XX საუკუნის სა­ქარ­თველოს ლიტერატურული ცხოვრების მესვეურები" (2012). 2010 კ-ს მიენიჭა „ქარ­თული კულტურის ამაგდარის" წოდება, 2012 – ნ. ნიკოლაძის სახ. პრემია; მიღებული აქვს დავით აღმაშენებლის პრემია (2013) „ქარ­თული მწერლობის მატიანის" შედგენისათვის.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).

თხზ.: წამების გზა. ორტომეული, თბ., 1999, 2005, 2014; რეპრესირებული ოჯახის ისტორია, თბ., 2006; საბუთები ღაღადებენ, თბ., 2007, 2011; რეპრესირებული პოეზია, თბ., 2013.