კვერენჩხილაძე რევაზ გენადის ძე (დ. 20. I. 1948, სოფ. ხორეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ჰიგიენისტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1997), საქართვ. პროფილაქტიკური მედ. მეცნ. აკად. (1994), ეკოლოგიისა და ცხოველმყოფელობის უსაფრთხოების მეცნიერებათა საერთაშ. აკადემიების ნამდვ. წევრი (2002).
1971 დაამთავრა თსსი და მუშაობა დაიწყო ნ. მახვილაძის სახ. შრომის, ჰიგიენისა და პროფდაავადებათა სამეცნ.- კვლ. ინ-ტში. 1998–2000 იყო დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში, 2002–04 – ნ. მახვილაძის სახ. შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის აღმასრ. დირექტორი.
1973-იდან კ. პარალელურად ეწევა პედ. მოღვაწეობას. მუშაობს თსსი-ის (ახლანდ. უნ-ტი) შრომის, ჰიგიენის და პროფ. დაავადებათა კათედრაზე (უფრ. მასწავლებელი, დოცენტი), 1995–2002 იყო კათედრის პროფესორი, 2002–06 – კათედრის გამგე, 2006–09 – გარემოსა და პროფესიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი. 2009-იდან დღემდე – გარემოს ჯანმრთელობისა და პროფ. მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
კ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, რ-ებიც ეხება გარემოსა და შრომის მედიცინის აქტუალურ საკითხებს.
თხზ.: შრომის ჰიგიენა, თბ., 2005; ბუნებრივი გარემოს ჰიგიენა, თბ., 2012; ხელოვნური გარემოს ჰიგიენა, თბ., 2014; Труд и здоровье рабочих керамического производства, Тб., 2006; Итоги и перспективы исследований по медицине труда среди рабочих горячих профессий (на примере металлургической промышленности Грузии), Тб., 2009.