დვალიშვილი ბადრი პავლეს ძე (დ. 15. V. 1950, თბილისი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1995). დაამთავრა თსუ (1972).
1976–2006 მუშაობდა იქვე სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2009-იდან – საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნ-ტში.
კვლევის ძირითადი მიმართულებაა: ბიტოპოლოგიების შესწავლა და მათი გამოყენება. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მონოგრაფია, მათ შორის უცხოეთში (აშშ, ჰოლანდია).
თხზ.: Generalized Lattices. Nova Sciences Publishers, Inc., N. Y., 2005; Bitopological Spaces: Theory Relations with Generalized Algebraic Structures, and Applications, «North-Holland Mathematics Studies», 199. Elsevier Science B. V., Amst., 2005.