დვალიშვილი გივი ერასტის ძე

დვალიშვილი გივი ერასტის ძე (20. X. 1929, თბილისი, – 3. XII. 1999, იქვე), ჟურნალისტი, კინოსცენარისტი.

საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1979). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1953). 1954–68 იყო საქართვ. სახტელერადიო კომიტეტის ლიტ.-დრამ. გადაცემათა მთ. რედაქტორი. 1968–79 მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის" მთ. რედაქტორად.

1979–95 იყო საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის მდივანი. დაწერილი აქვს რამდენიმე სცენარი სატელევიზიო და დოკუმენტური ფილმებისათვის, მ. შ. აღსანიშნავია „მინდვრის ყვავილი" (1974), „მადლი მიწისა" (1982).

ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. ქართ. ენაზე თარგმნიდა მხატვრული ფილმების სადუბლიაჟო ტექსტს. აქვეყნებდა კრიტ. წერილებს კინოს შესახებ.

                                                                                                                                                                         გ. გვენცაძე