დვალიშვილი მანუელ სამუელის ძე (დ. 23. XII. 1928, სოფ. სულორი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი), თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1999). 1953 დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამედ. ინ-ტი, 1953–78 მუშაობდა ბორჯომში, სანატორიუმ „ლიკანში" სხვადასხვა თანამდებობაზე. 1978 – კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ბორჯომის ჯგუფის უფრ. მეცნ. მუშაკი; 1979–93, 1995–97 იყო სანატორიუმ „ლიკანის" მთ. ექიმი; 1997–2008 – სააქციო საზ-ბა სანატორიუმ „ლიკანის" დირექტორი; 2008-იდან კონსულტანტია.
დ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, მ.შ. 9 სახელმძღვანელოსი და 4 მონოგრაფიისა. 1979 მიენიჭა საქართვ. დამს. ექიმის საპატიო წოდება. დაჯილდოებულია რუს. სამედ.-ტექნიკურ მეცნ. აკადემიის ოქროს მედლით.