დვალიშვილი რევაზ ვალერიანის ძე (30. III. 1928, ქუთაისი, – 6. V. 1987, თბილისი), ჟურნალისტი.
საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1979). დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1950), მოსკოვის უმაღლესი პარტსკოლა (1967). მუშაობდა გაზ. „ნორჩი ლენინელის" (1954–57) და გაზ. „თბილისის" ლიტმუშაკად (1957–60), გაზ. „კომუნისტის" განყ-ბის გამგედ (1961– 65, 1967–68, 1983–87).
იყო საქართვ. ტელევიზიის პროპაგანდის რედაქციის მთ. რედაქტორი (1968–72), ტელევიზიის პროგრამების რედაქციის დირექტორი (1980–82), სოციოლოგიური კვლევისა და სამეცნ. პროგრამების მთ. რედაქციის მთ. რედაქტორი (1980–83), გაზ. „სახალხო განათლების" რედაქტორი (1987).
დ. არის პიესები ს – „იკარუსის მოსვლამდე", „ჩვენს პატარა სავარძლებში" – ავტორი.
საქართვ. ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერაციის) წევრი (1957).
მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
თხზ.: ტელევიზიის ხელოვნება, თბ., 1976; ვიზუალური პუბლიცისტიკა, თბ., 1978.
ლიტ.: საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2000.