კერესელიძე აკაკი ერმილეს ძე

კერესელიძე აკაკი ერმილეს ძე [15 (28). VIII. 1916, სოფ. უწერა, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 6. VIII. 1996, თბილისი], ენერგეტიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1970), სა­ქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1979). 1938 დაამთავრა სა­ქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი. მუშაობა დაიწყო თბილ. ენერგეტიკულ ნა­გებობათა ტრესტში ინჟინერლა­ბორანტად. 1940-იდან მივლინებული იყო აზერბაიჯანში ნავთობქიმიის ინ-ტში. მუშაობდა „აზნავთობის" ერთ-ერთ საწარმოში მთ. ენერგეტიკოსად. 1947-იდან სპი-ში ეწეოდა პედ. საქმიანობას. პარალელურად ხელმ­ძღვანე­ლობ­და თბილ. ელექტროტექ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ელექტრული მანქანების განყ-ბას (1958–63). 1972–89 სპი-ში იყო ელექტროტექ. კა­თე­დრის გამგე. 1982 მიენიჭა სა­ქართვ. სა­ხელმწ. პრემია.