კერესელიძე ვლადიმერ სიმონის ძე

კერესელიძე ვლადიმერ სიმონის ძე (9. II. 1890 – 11. XII. 1967), კინოოპერატორი. სა­ქართვ. კულტურის დამს. მუშაკი (1968). კინომექანიკოსი (1908), მუშაობდა ს. ივანიცკაიას ლაბორატორიასა და გამქირავებელ კანტორაში (1910– 12), ა. ­დრანკოვის კინოფაბრიკაში (მოს­კოვი, 1912–16), სა­ქართვ. „სახკინმრეწვის" ლა­ბო­რა­ტო­რიაში (1924–25), შემდგომ წლებში ქრონიკალურ-დოკუმენტური და მხატვ­რუ­ლი ფილმების ოპერატორად. გადაიღო რამდენიმე ეპიზოდი ფილმისა „კავკასიის დამორჩილება" (სავაჭრო სახლი „ა. დრანკოვი, ა. ტალდიკინი და კომპანია", რუსეთი, რეჟ. ლ. ჩერნი, 1913). დამდგმელი: ოპერატორია ფილმებისა: „გოგი რატიანი" (ს. ზაბოზლაევთან ერთად, რეჟ. კ. მარჯანი­შვილი, 1927), „ელისო" (რეჟ. ნ. შენგელაია, 1928), "უგუბზიარა" (ა. დიღმე­ლოვთან ერთად, რეჟ. დ. რონდელი, 1930), „განწი­რულნი" (რეჟ. ლ. პუში, 1930), „ჰასანი" (ბ. ბაშთან ერთად, რეჟ. კ. მიქაბერიძე, 1932), „მდინარის გაღმა" (რეჟ. ზ. ბერი­შვი­ლი, 1935). გადაიღო დოკუმენტური ფილმები: "აფხაზეთი" (რეჟ. დ. რონდელი, 1930), „ზოოპარკი" (რეჟ. ვ. ჭანკვეტაძე, 1939), „აჭა­რის სანაპიროზე" (რეჟ. შ. მარტა­შვი­ლი, 1940) და სხვ.

მ. კერესელიძე