კერესელიძე კონსტანტინე გიორგის ძე

კერესელიძე კონსტანტინე  გიორგის ძე (დ. 5. I. 1932, მოსკოვი), კინორეჟისორი. სა­ქარ­თვ. ხელოვ­ნ. დამს. მოღვაწე (1983).

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (1963). 1954-იდან მუშაობდა „ქარ­თულ ფილმში" ­ოპერატორის ასისტენტად. სატელევიზიო ფილმების სტუდიაში გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვ­რუ­ლი ფილ­მი „მხო­ლოდ 17 კილომეტრი" (1964). 1965–92 მუშაობდა სა­ქართვ. ქრონიკალურ-­დოკუმენტური და სა­მეცნ.-პოპულ. ფილმების სტუდიაში, სადაც გადაიღო სა­მეცნ.-პოპულარული ფილ­მები: „მა­რო თარხ­ნი­შვი­ლი" (1967), „ჯა­დოსნური სას­მელი" (1969),„უთო­ფო მონა­დირე" (1968), „ადა­მიანი ლეგენდა" (1969), „ბალა­და" (1974), „პარამეტრი პ" (1975), „ტვი­ნი და მშობიარობა" (1975), „ხე­ლოვნური ინტელექტი" (1976), „ალა­ვერდი", „ნიკორწმინდა" (1977), „ფანჯარა სამყაროში" (1978), „ალქიმიკოსები" (1980), „უჩა ჯაფარიძე" (1981), „ოქროს თევ­ზი"(1982), „აღმოჩენა 250" (1983), „ნიშნუ­ლი ატომი" (1986), ­„ბიჭვინთის ფიჭვი" (1987), „დინას­ტია" (1989), „უჩინარი სახე­ლი" (1989), „და­ვით ბადრიძე“ (1989), „ივანე კერესელიძე" (1990), „ვიქტორ დო­ლიძე" (1991), „სიყვარულის ახს­ნა" (1991) და სხვ. 1993-იდან ცხოვრობს აშშ-ში.

მ. კერესელიძე