კერესელიძე ნოდარ ბაგრატის ძე

კერესელიძე ნოდარ ბაგრატის ძე (10. I. 1927, თბილისი, – 13.VIII. 2002, იქვე), ჰიდროენერგეტიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1972). სა­ქართვ. ეროვნული და საერთაშორისო ენერგეტ. აკადემიების ­ნამდვ. წევრი (1998). 1949 დაამთავრა სპი. მუშაობა დაიწყო თბილ. ჰიდროტექნი­კურ ნაგებობათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, 1976-იდან ამავე ინ-ტის დირექტორია. კ. იყო მაღალი კაშხლების საერთაშ. ­კომიტეტის და ჰიდრავლიკურ კვლევათა საერთაშ. ასოციაციის წევრი. მნიშვ­ნე­ლოვანი წვლილი შეიტანა სა­ქართვ. ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ეწეოდა პედ. საქმიანობას სტუ-ში.

კ-ის სამეცნ. შრომები ეხება ენერგეტ. მშენებლობის ჰიდრომექან. და ჰიდრავლიკის საკითხებს. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები, მ.შ. ღირსების ორდენი (1997).

თხზ.: მოუპირკეთებელი დეფორმირებადი არხების ჰიდრავლიკა, თბ., 1977.