აბაშიძე ვლადიმერ (ლადო) სიმონის ძე (24. I. 1921, თბილისი, – 4. XII. 1999, იქვე), ანატომი და სამედიცინო ლექსიკოგრაფი. მედ. მეცნ, დოქტორი (1961), პროფესორი (1981), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1983). საქართვ. სამედ.-ბიოლ. მეცნ. აკად. წევრი (1995).
1944 დაამთავრა თსსი. 1943–44 მუშაობდა თბილ. სამხ. ჰოსპიტალში, 1947–70 – საქართვ. მეცნ. აკად. ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტში. 1959–68 იქვე განაგებდა ჰისტოლოგიის განყ-ბას.
1966–96 იყო ქართული ენციკლოპედიის მედ. და ბიოლ. რედაქციის გამგე, კონსულტანტი (1996– 99), თსსუ-ის ანატ. კათედრის პროფესორი (1976–96); 1966–72 ხელმძღვანელობდა პლასტიკური ანატომიის კურსს თსუ-ის ხელოვნების ფაკტ-ზე. სწავლობდა ზურგის ტვინის ნერვული წნულებისა და სიმპათიკური წველების შედარებით ანატომიას, ხერხემლიანთა ნაწლავების ინერვაციის თავისებურებებს, მსხვილ ნაწლავში გადანერგილი წვრილი ნაწლავის კედელში განვითარებულ ცვლილებებს, რენტგენის სხივების სხვადასხვა დოზის მოქმედებას ნაწლავზე და სხვ.
მამასთან, სიმონ აბაშიძესთან ერთად შეადგინა პირველი ქართ. სამედ. განმარტებითი ლექსიკონი. იყო სპორტის ოსტატობის კანდიდატი ჭადრაკში, მონაწილეობდა სხვადასხვა საკავშ. („აკადემიადები“, „უნივერსიადა“, „მედიკის“ პირველობა და სხვ.) და რესპ. შეჯიბრებებში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: მაიმუნის სპინალური ნერვული წნულების მოწყობილობა ფილოგენეზური განვითარების ასპექტში, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე», 1952, ტ. 13, Nº 2, გვ. 111–117; Об изменениях интрамуралбных нервных сплетений и слизистой оболочки при илеоколопластике (თანაავტ. ა. ნათიშვილი), «Архив анатомии, гистологии и эмбриологии», 1959, Nº 9; К сравнителной анатомии спинно-мозговых нервных сплетений и симпатических стволов позвоночных, Тб., 1963.