ახალდაბის განძი

ახალდაბის განძი, 1. XIII ს. ვერცხლის მონეტების განძი, აღმოჩენილი 1968 დაბა ახალდაბაში (ბორჯომის მუნიციპ.). მონეტების ძირითადი ნაწილი (186 ც.) მოჭრილია თბილისში მანგუ-ყაენის სახელით, ხოლო დანარჩენი რუმის სელჩუკებს, დავით VII ულუს, მანუელ I კომნენოსსა და თავრიზში მოჭრილ ანონიმურ სერიას მიეკუთვნება. ქრონოლ. დიაპაზონია 1220–63, ჩამარხულია არა უგვიანეს 1270.

ლიტ.: Джалагания И. А., Иноземная монета в денежном обращении Грузии V–XIII вв., Тб., 1979.

გ. დუნდუა