კეცხოველი ზაქარია ნიკოლოზის ძე (10. VII. 1902, სოფ. ტყვიავი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 22. VII. 1970, თბილისი), საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავ-რე (1952–53). მიღებული ჰქონდა აგრონომიული განათლება. სას.-სამ. კოოპერაციაში ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობა, ამავე დროს სამეცნ.-კვლ. საქმიანობას ეწეოდა ხილ-კენკრის მეურნეობის ინ-ტში. კ. 1944-იდან იყო საქართვ. სახკომსაბჭოს თავ-რის მოადგილე და კვების მრეწველობის სახ. კომისარი, 1946–47 – საქართვ. სსრ გემო-კვების მრეწველობის მინისტრი და მინისტრთა საბჭოს თავ-რის მოადგილე, 1947-იდან – საქართვ. სსრ მინისტრთა საბჭოს თავ-რის პირველი მოადგილე, შემდეგ – თავ-რე; 1953-იდან – საქართვ. სსრ სასურსათო საქონლის მრეწველობის მინისტრი, ხოლო 1957-იდან – ცეკავშირის გამგეობის თავ-რე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.