კეცხოველი ნიკოლოზ (ნიკო) ნიკოლოზის ძე

კეცხოველი ნიკოლოზ (ნიკო) ნიკოლოზის ძე (26. XII. 1897, სოფ. ტყვიავი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 26. XII. 1982, თბილისი), ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1941). ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი (1937), პროფესორი (1937), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1945). სა­ქართვ. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის მონაწილე (1917). პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. სა­ქართვ. დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ოფიცერი. მხედრული მამაცობისთვის დაჯილდოვდა „თეთრი გიორგის“ ჯვრით (1919). 1921 თებერვალში აქტიურად მონაწილეობდა კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძო­ლა­ში. სა­ქართვ. დამოუკიდებლობის ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის წევრი (1922–24). 1924 აგვისტოს აჯანყებამდე დააპატიმრეს.

1926 დაამთავრა თსუ-ის პედ. ფაკ-ტის სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო განყ-ბა. 1929-იდან იყო თსუ-ის ბოტანიკის კა­თე­დრის დოცენტი, 1933-იდან – ამავე კა­თე­დრის გამგე, სა­ქართვ. მეცნ. აკადემიის სას.-სამ. განყ-ბის თავ-რე (1942–57), ბიოლ. განყ-ბის თავ-რე (1957–63). სა­ქართვ. მეცნ. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1943–45), თსუ-ის რექტორი (1945–52), სა­ქართვ. მეცნ. აკადემიის ბოტანიკის ინ-ტის დირექტორი (1963–82), სა­ქართვ. ბოტანიკოსთა საზ-ბის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი (1958) და უცვლელი თავ-რე. ქსე-ის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.

კ-ის შრომები ეხება სა­ქართვ. მცენარეული საფარის გეობოტანიკურ, ბოტან.-გეოგრ. და სისტემ. გამოკვლევას, მის თანამედროვე მდგომარეობას, აღდგენისა და დაცვის პრობლემებს. ავტორია მრავალი ლიტ. ნარკვევის, ნოველისა და მოთხრობის („თოვლიან მთებში“, 1927; „ცხრათვალა მზის ქვეშ“, 1968; „მორბის არაგვი არაგვიანი“, 1971; „არსიანიდან მოვდივარ, მომიხარია“, 1974; „მეცხრე მთაც გადავიარე“, 1976; „კიდევაც დაიზრდებიან“, 1978). სრულიად საკავშირო სას.-სამ. გამოფენაზე მიიღო მცირე ოქროს მე­და­ლი (1939). იყო ი. გოგებაშვი­ლის სახ. (1960), ივ. ჯავახიშვი­ლის სახ. (1970) პრემიების, შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. პრემიის (ორჯერ 1974, 1979) ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1980).

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტ.: ნიკო კეცხოველი. ბიობიბლიოგრაფია. შემდგ. მ. ბარკავა, ე. დოლიძე, თბ., 1978; ბ ა ბ უ ნ ა შ ვ ი ლ ი  ზ., ნ ოზ ა ძ ე  თ., მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994; უ რ უ შ ა ძ ე  ლ., უცნობი ნიკო კეცხოველი, თბ., 2009.