ებანოიძე ნუგზარ ერმალოს ძე (დ. 1. I. 1944, დაბა ხობი, ხობის მუნიციპალიტეტი), ინჟინერ-მექანიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (2001), პროფესორი (2003), საქართვ. საინჟინრო მეცნიერებათა აკად. ნამდვ. წევრი (2007). 1965 დაამთავრა საქართვ. სუბტროპიკული მეურნეობის ინ-ტი. 1969–71 მუშაობდა საქართვ. სუბტროპიკული მეურნ. ინ-ტში ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრაზე, 1971–77 – სოფლის მეურნეობის სამეცნ.-კვლ. და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიურ ინ-ტში. იყო საქართვ. სუბტროპიკული მეურნ. ინ-ტის მექანიზაციის ფაკ-ტის დეკანი. 2005-იდან არჩეული იქნა საქართვ. სუბტროპიკული მეურნ. სახელმწიფო უნ-ტის რექტორად. ე-ის სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის მექანიზაცია, მ. შ. სუბტროპიკული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები და მანქანათა კომპლექსის დამუშავება. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი. მიღებული აქვს 14 საავტორო მოწმობა და პატენტი. დაჯილდოებულია სახელმწ. ჯილდოებით, მ. შ. ღირსების ორდენით (2008).
თხზ.: კეთილშობილი დაფნის წარმოების უნარჩენო ტექნოლოგია და მანქანათა კომპლექსი, თბ., 1999; ჩაის ფოთლის კრეფის მექანიზაცია და გადამუშავება, თბ., 2008; ხეხილის მოსავლის აღების მექანიზაცია, ქუთ., 2008.