კეშელავა ვლადიმერ ანტონის ძე

კეშელავა ვლადიმერ ანტონის ძე (24. VIII. 1893, თბილისი, – 2. III. 1981, იქვე), მხატვარი-გრაფიკოსი. სა­ქარ­თვე­ლოს ხელოვნების დამს. მოღვაწე (1958). 1930 დაამთავრა თბილ. სა­ხელმწ. ­სამხატვრო აკადემია (პედაგოგები – ე. ლან­სერე, ე. თათევოსიანი, ი. შარლე­მანი). 1936-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას, იყო გრაფიკის კა­თედრის გამგე (1943-იდან – პროფესორი). მუშაობდა დაზგური გრა­ფიკის დარგში. 1928-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. ნამუშევრები: „კასპის ცემენ­ტის ქარხანა" (1932), „კვირიკეთი. ჩაის პლანტაციები" (1940, მონოტიპია), „თბილისის ახა­ლი სანაპირო" (1942), „ინდუსტრიული ტყვარჩელი" (1953, ესტამპების სერია), „ბორჯომი. ლიკანი" (1955, ავტოლითოგრაფია), „ბორჯომის ხეობა" (1955), „ქვიშხეთი" (1956), „ზღვის პეიზაჟი" (1957), „ზაკოპანე" (1960), „პრაღა" (1960) და სხვ. გამოფენები: ამიერკავკასიის ფედერაციის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა (1932, თბილისი), რესპ. სამხატვრო გამოფენა (1954, თბილისი), სა­ქართვ. სახვითი ხელოვნების გამოფენა (1958, ქართული კულტურის დეკადა, მოსკოვი), საიუბილეო სამხატვრო გამოფენა „საბჭოთა სა­ქარ­თველო" (1961, თბილისი) და სხვ. კ. წლების განმავლობაში ხელმძღვა­ნე­ლობ­და თბილ. სამხატვრო აკადემიის ოფორტისა და ლითოგრაფიის სახელოსნოებს. მისი ნამუშევრები და­ცუ­ლია შ. ამირანაშვი­ლის სახ. ხელოვნების მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნულ გალერეაში, აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში (სო­ხუ­მი), დუშეთის მხა­რეთმცოდნეობის მუზეუმში.

თ. გერსამია