კეშელავა იური ილიას ძე

კეშელავა იური ილიას ძე (5. I. 1941, ბათუმი, – 26. XII. 2001, თბილისი), გენერალ-მაიორი (1993). 1974 დაამთავრა სსრკ მინი­სტრ­თა საბჭოსთან არსებული სახელმწ. უშიშროების ­კომიტეტის (სუკ-ის) უმაღლესი სკოლა. 1984–92 იყო აფხა­ზეთის ასსრ სუკ-ის თავ-რის მო­ად­გი­ლე, 1992–93 – აფხაზეთის არ საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავ-რე, ამავდროულად 1993 – სა­ქართვ. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავ-რის მო­ად­გი­ლე. 1993–96 ფო­თის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი. მინიჭებული აქვს საბაჟო სამსა­ხურის სახელმწ. მრჩევლის წოდება (1996). დაჯილდოებულია ვახტან გორგასლის II ხარისხის ორდენით (2003, გარდაცვალების შემდეგ).

ლ. დოლიძე