კვინიხიძე ლეონიდ ალექსანდრეს ძე (ნამდვ. გვარი – ფაინციმერი) (დ. 21. XII. 1937, ლენინგრადი), კინორეჟისორი და სცენარისტი. რუსეთის ხელოვნების დამს. მოღვაწე (1993). 1961 დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სადადგმო ფაკ-ტი დოკუმენტური კინოს რეჟისორის სპეციალობით (ი. კოპალიანისა და გ. კოზინცევის სახელოსნო). გადაიღო ფილმები: „მოჰაბიტური რვეული"(1968), „მისია ქაბულში" (1971), „ინჟინერ გარინის კრახი" (1973). პოპულარობა მოუტანა მუსიკალურმა ფილმებმა: „ჩალის ქუდი" (1975), „ცის მერცხლები" (1976), «კაკალი „კრაკატუკი"» (1978), „31 ივნისი" (1978), „შლაპა" (1982), „ნახვამდის, მერი პოპინს!" (1983), „თეთრი ღამეები" (1992), „სახლი" (კომედიური სერიალი, 1995) და სხვ. მის ფილმებში მონაწილეობენ ქართვ. მსახიობები: ო. კობერიძე, ი. ნინიძე, გ. ფერაძე და სხვ. 1999-იდან მოღვაწეობს თეატრში. ხელმძღვანელობდა რამდენიმე რუსულ თეატრს, მ. შ. სანქტ-პეტერბურგის სახელმწ. მუსიკალურ თეატრ „კარამბოლს" (2006–08) და ხაბაროვსკის ოლქის მუსიკალურ თეატრს (2011 წლამდე). მიღებული აქვს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი" (2006, სპექტაკლისთვის „ფიგარო აქ").
მ. კერესელიძე