კვინიკაძე მურმან სოლომონის ძე

კვინიკაძე მურმან სოლომონის ძე (დ. 10. VIII. 1940, ქ. ზესტაფონი), გეოლოგი. გეოლ.-მინერალოგიის მეცნ. დოქტორი (2006), საქართვ. საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (2011). 1966 დაამთავრა ყაზანის სა­ხელმწ. უნ-ტის გეოლ. ფაკ-ტი. 1966–68 მუშაობდა იაკუტიის (რფ) ცენტრალურ გეოლ.-აგეგმვით და საძიებო ექსპედიციაში გეოლოგად (სამუშაოები ტარდებოდა პოლარული ხაზის ჩრდ-ით, ვერხოიანსკის მთებში), 1968–71 – საქართვ. გეოლ. სამმართველოს ექსპედიციაში გეოლოგისა და უფრ. გეოლოგის თანამდებობებზე, 1973–84 – ა. თვალჭრელიძის კავკ. მინერ. ნედლეულის ინ-ტის გეოლ.- მეთოდურ ექსპედიციაში, იყო პარტიის უფრ. გეოლოგი, მთავარი გეოლოგი, წამ­ყვანი მეცნიერი მუშაკი.

1985–88 კ. ალჟირის სახალ­ხო რესპუბლიკის გეოლ. დეპარტამენტის უფრ. გეოლოგ-კონსულტანტია (სამუშაოები ტარდებოდა ­საჰარის უდაბნოში), 2000-იდან – ა. თვალჭრელიძის კავკ. მინერ. ­ნედ­ლე­უ­ლის ინ-ტის გეოეკოლოგიისა და გამოყენებითი გეოქიმიის სა­მეცნ.-კვლ. განყ-ბის გამგე. მონოგრაფიისათვის ­„სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ლოგიური უსაფრთხოების კონცეფცია“ (გ. ქებურიასთან ერთად) მიენიჭა სა­ქართვ. ეროვნული პრემია (2010).

კ. მონაწილეობს საერთაშ. და რეგიონალურ სამეცნ. კონფერენციებსა და პროგრამებში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. შრომა.

თხზ.: assessment of the environment: An example from the territory of Georgia, «Geochemistry, Mineralogy and Petrology», Sofia, 2006 (თანაავტ.: D. Kuparadze, Th. Kerestedjian, I. Sirbiladze).