კვარაცხელია ნინო ტარასის ასული

კვარაცხელია ნინო ტარასის ასული (28. XI. 1913, სო­ხუ­მი, – 16. X. 1979, თბილისი), აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1956), პროფესორი (1969), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1969). 1935 დაამთავრა სა­ქართვ. სას.-სამ. ინ-ტი. 1947- იდან ამავე ინ-ტის სუბტროპიკული კულტურების კათედრაზე ეწეოდა სამეცნ.-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1961-იდან გარდაცვალებამდე იყო სა­ქართვ. ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის იზოტოპების ლაბორ. გამგე. სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა სტაბილური და რადიოაქტიური იზოტოპების გამოყენების თეორ. და პრაქტიკული საკითხები ნიადაგმცოდნეობაში. კ-მ შეისწავლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბუნებრივი რა­დიონუკლიდების მიგრაციის საკითხები. გამოიკვლია კოლხე­თის დაბლობის წყლების გენეზისისა და ნიადაგის ჰუმუსის ტრანსფორმაციის სპეც. თავისებურებანი.

ავტორია 4 სახელმძღვანელოსი, 2 მონოგრაფიის და სხვ.

თ. ჩხეიძე