კვერნაძე ერისტო გრიგოლის ძე

 კვერნაძე ერისტო გრიგოლის ძე (დ. 21. I. 1950, სოფ. მაღლაკი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), პოლიციის გენერალმაიორი (1999), სა­ქართვ. შსს დამსახურებული მუშაკი (2001). დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ჩადენილ ორგანიზებულ და სხვა სახის და­ნაშაულთან ბრძოლის საკოორდინაციო ბიუროს სა­ქართვე­ლოს სრულ­უფლებიანი წარმომადგენელი – მთ. ინსპექტორი (1996). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1998).

ლიტ.: დ ო ლ ი ძ ე  ლ., გენერლები საქართველოდან, თბ., 2003.

ლ. დოლიძე