კვაჭაძე დავით ივანეს ძე

კვაჭაძე დავით ივანეს ძე (დ. 25. XII. 1951, თბილისი), სპორტსმენი, მოკრივე. ევროპის ჩემპიონი (1977), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), საქარ­თვე­ლოს დამს. მწვრთნელი. დაამთავრა ფიზკულტურის ინ-ტი (1977). სსრკ სამგზის ჩემპიონი (1976–77, 1980), მეორე (1978) და მესამე (1979) პრიზიორი. სსრკ უნივერსიადის გამარჯვებული (1976) და ხალხთა სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1979). სა­ქარ­თვე­ლოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1977). გამოირჩეოდა თავდაცვის საუკეთესო უნარითა და მანევრირებით. სპორტული კარიერა დაასრულა 1980.

კ. იყო თსუ-ის ფიზ. კულტურის კა­თე­დრის გამგე (1990–95), ქ. სანქტ-პეტერბურგის სპორტის აკადემიის კრივის კა­თე­დრის თანამშრომელი (1995–2010), სა­ქარ­თვ. კრივის ეროვნ. ფედერაციის პრეზიდენტი (2012–16). ქ. ნიუ-ორლეანის (აშშ) საპატიო მოქალაქე (1977). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2001), სპორტის რაინდის საპატიო წოდება (2017).