კვალიაშვილი ვაჟა რომანის ძე

კვალიაშვილი ვაჟა რომანის ძე (დ. 29. VIII. 1936, გორი), მეხილე-მევენახე, სელექციონერი. სა­ქართვ. სოფ. მეურნ. მეცნ. აკადემიის ­ნამდვ. წევრი (2013; წ.-კორ. 2003). სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (2002), მოსკოვის მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშ. აკადემიის (2006) და სა­ქართვ. ბიზნესის მეცნ. აკადემიის (2009) ­ნამდვ. წევრი. 1959 დაამთავრა სა­ქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მევენახეობის და მეხილეობა-მებოსტნეობის ფაკ-ტი. 1960–66 იყო მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინ-ტის ხიდისთავის (გორის რ-ნი) ექსპერ. ბაზის გამგე, 1966–70 – სკრის საცდელი სადგურის მევენახეობის განყ-ბის გამგე, 1971–73 – გორის რ-ნის მთ. აგრონომი, 1973–77 – ამავე რ-ნის აღმასკომის თავ-რე, 1977–83 – კასპის რაიკომის მდივანი, 1980–85 – სა­ქართვ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, 1983–2006 – სა­ქართვ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.- კვლ. ინ-ტის დირექტორის მო­ადგი­ლე სამეცნ. ნაწილში, 1989–91 – ამავე ინ-ტის ციტო-გენეტიკის განყ-ბის გამგე, 1990–95 – სკრის საცდელი სადგურის დირექტორი, 2004–07 – სოფ. მეურნ. მეცნ. აკად. მემცენარეობის განყ-ბის მრავალწლიანი კულტურების სექციის თავ-რე, 2005-იდან – მებაღეობის საერთაშ. სამეცნ. საზ-ბის წევრი. 2006–11 მუშაობდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ვაზისა და ხეხილის გენოფონდის კვლევისა და გენეტიკა-სელექციის განყ-ბაში მთ. მეცნიერ თანამშრომლად. 2011–12 სა­ქართვ. აგრ. უნ-ტის, ხოლო 2017-იდან სოფ. მეურნ. მეცნ. აკადემიის ექსპერტია მეხილეობის დარგში.

კ-მ სელექციონერ ვ. ბესტავაშვილ­თან ერთად გამოიყვანა ატმისა (ვაჟური, მარია ჯორჯანა, წედისური – თეთრი, ყვითელი, წითელი, გორის ყვითელი და სხვ.) და ყურძნის ახ. ჯიშები. ნუგურა და ატენური ყვითელი წარმატებით ინერგება ფერმერულ მეურნეობებში. 2005–08 გამოიყო ატმის 5 ახ. სახეობა: ალექსანდრეს იუბილე, ლალება, ყვითელი საკონსერვო, ალმურა, იუბილე 60, რ-ებიც მაღალ­ხარისხოვან პროდუქციას იძლევიან. ყურძნის ჯიშებიდან აღსანი­შნავია ბესტავა­შვი­ლის თეთრა და გორული თეთრი.

კ. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა (აქედან 3 გამოგონებაა), მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები, მ. შ. აკად. ნ. ი. ვავილოვის მე­და­ლი (1987).

თხზ.: ხეხილის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები (აგროწესები), თბ., 2016 (თანაავტ.: გ. ალექსიძე, გ. ბადრი­შვი­ლი).