კერვალიშვილი პაატა ჯამლეთის ძე (დ. 17. IX. 1949, თბილისი), ინჟინერ-ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1989). საქართვ. საინჟინრო აკად. პრეზიდიუმის წევრი (1995). დაამთავრა სპი-ის საინჟინრო-ფიზ. ფაკ-ტი (1971), მოსკოვის უცხო ენათა ინ-ტის ინგლ. ენის ფაკ-ტი (1976). მუშაობდა სსრკ ატომური ენერგიის სახელმწ. კომიტეტის სხვადასხვა სამეცნ.-ტექნოლ. ცენტრში – სოხუმის ფიზიკა-ტექ. ინტში (1970–71); სტაბილური იზოტოპების ინ-ტში (1971–75, 1981– 93); „გირედმეტში“ (1975–80); ი. კურჩატოვის ატომური ენერგიის ინ-ტში (1982–91); ხელმძღვანელობდა სამეცნ. და სამრეწვ.-ტექნოლ. თემებს, პროექტებსა და პროგრამებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში (1993– 2000).
1991-იდან კ. მუშაობს სტუ-სა და თსუ-ში. ხელმძღვანელობს საერთ. სამეცნ.-ტექნოლოგიურ პროექტებს. მიწვეული იყო პროფესორად აშშ-ის და ევროპის უნ-ტებში (1991–2015).
კ. 400-მდე სამეცნ. ნაშრომის და გამოგონების ავტორია, რიგი მისი გამოგონებებისა დანერგილია წარმოებაში. მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა მყარი სხეულისა და ნახევარგამტარების ფიზიკა; ინფორმატიკა და კომპიუტერული ტექნოლოგიები; ნანოსისტემების ფიზიკა.
კ. არის საქართვ. საბუნებისმეტყველო მეცნ. აკად. პრეზიდენტი, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ხელოვნებისა და მეცნ. აკად. პრეზიდენტი (2010). საქართვ. ეკოლ. მეცნ. აკად. (1997) და ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნ. აკად. წევრი (2003). სხვადასხვა დროს იყო რამდენიმე საერთაშ. კომისიის წევრი, მუშაობდა ნატოს სამეცნ.- ტექნოლოგიურ საბჭოში (1995– 2000).
კ-ს მიღებული აქვს სსრკ ახალგაზრდა მეცნიერთა პრემია ფიზიკაში (1978); ევროპის აკადემიის ოქროს არწივის ორდენი (2004); ათენის უნ-ტის უმაღლესი ჯილდო (2008), ვ. ვერნადსკის ვარსკვლავი (2008) და სხვ.
თხზ.: О поведении примеси лития в карбиде бора, «Атомная энергия», 1981, т. 751, вып. 2; Semiconducting Nanostructures – Materials for Spintronics, «Nanotechnology Perceptions», 2005, vol. 1, №3; Nuclear Radiation Nanosensors and Nanosensory Systems, Springer, 2016 (თანაავტ. Panayotis H. Yannakopoulos).