კელენჯერიძე მელიტონ სპირიდონის ძე

კელენჯერიძე მელიტონ სპირიდონის ძე (5. II. 1864, სოფ. ტაბაკინი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 15. VIII. 1942, თბილისი), საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ფოლკლორისტი. სწავლობდა თბილისის სას. სემინარიაში. კიევის სას. აკადემიის დამთავრების (1894) შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისსა და ფოთში. იკვლევდა ხალხ. ზეპირსიტყვიერების საკითხებს, კრებდა და აქვეყნებდა ფოლკლორულ ნიმუშებს. 1893–94 ჟურნ. „მოამბეში" დაიბეჭდა მისი ნაშრომი „სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგო, საესტეტიკო და სამეცნიერო მნიშვნელობა" (ცალკე წიგნად – 1896, ქუთაისი); 1915 გამოსცა ხალხ. ზღაპრების, აფორიზმებისა და გამოცანების კრებ., შეადგინა სახელმძღვანელოები სკოლებისათვის: „სიტყვიერების ­თეორია", „ქარ­თული ქრესტომათია", „ქართული ენის გრამატიკა" და სხვ. კ. ავტორია გამოკვლევებისა ქართ. ეკლესიის ისტორიიდან: „გაბრიელი, ეპისკოპოსი იმერეთისა" (1913), „სა­ქარ­თვე­ლოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია" (1918), „სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაზე" (რუს. ენაზე, 1906) და სხვ.

ლიტ.: სახალხო განათლების ქართვე­ლი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებ­ლები, კრ. 3, თბ., 1968.