ახა

ახა, სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტის ყარაბულაღის თემში (ქვემო ქართლის რეგიონი), მდ. ახის (შავწყაროსწყლის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას, გომარეთის პლატოზე. ზ. დ. 1300 მ, დმანისიდან 20 კმ. 47 მცხ. (2014).

სოფელში დგას შუა საუკ. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – ერთნავიანი ეკლესია. ნაგებია თლილი ქვით. შიგნით და გარედან შელესილია. აღმ-იდან ნახევარწრიული აფსიდი აქვს. სამხრ. კარის თავზე ამოკვეთილია ჯვარი. სარკმელი ორია – აღმ-ით და დას-ით.

ლიტ.: Такайшвили Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. 4, Тфл., 1913.