აჭარისწყალი

აჭარისწყალი, სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, (აჭარის არ), მესხეთის ქედის სამხრ. კალთის ძირას, მდ. აჭარისწყლის მარჯვ. ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა., კაპნისთავი, კიბე, მაღლაკონი, მაჭახლისპირი, მირვეთი, ხერთვისი). ზ. დ. 80 მ, ხელვაჩაურიდან 9 კმ. 274 მცხ. (2014).