კელასური, სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის თემში (აფხაზეთის არ), მდ. კელასურის მარჯვ. ნაპირზე. ზ. დ. 160 მ, სოხუმიდან 5 კმ.
სახელწ. „კელასური" („კლისურა") ბერძნ. წარმოშობისაა და ნიშნავს გასასვლელ ადგილს, ვიწრობს. ქართ. საისტორიო წყაროებიდან მოხსენიებულია ჯუანშერის XI ს. თხზულებაში ორჯერ – ჯერ V ს. უკანასკნელი მეოთხედის, შემდეგ კი VIII ს. დასაწყ. მოვლენებთან დაკავშირებით როგორც „ზღუდე კლისურისა". სოფელში ზღვის ნაპირზე შემორჩენილია კელასურის კედლის ნაწილი.
სოფლის მახლობლად, მდ. კელასურის მარცხ. ნაპირას, აღმოჩენილი და შესწავლილია (1935–38, ხელმძღვ. ს. ზამიატნინი) მუსტიეს ხანის ღია ტიპის ძეგლი. მიწის ზედაპირზე შეგროვებულია მუსტიეური წვეტანები, ლევალუაზური წვეტანები, სახოკები, ორმხრივ დამუშავებული დისკოსებრი იარაღი, ანატკეცები, აგრეთვე დისკოიდალური და ერთფუძიანი ნუკლეუსები, ანატკეც-ლამელები და წარმოების სხვა ნარჩენები; ნედლ მასალად გამოყენებულია აფხ. პალეოლითური ძეგლებისათვის დამახასიათებელი მონაცრისფრო კაჟი. მასალა დაცულია სანქტ-პეტერბურგის ანთროპოლ. და ეთნოგრ. მუზეუმში. მსგავსი ნივთები აღმოჩენილია ჩრდ. კავკასიაში (ილსკის ნამოსახლარი).
კ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
ლიტ.: З а м я т н и н С. Н., Палеოлит Абхазии, «Труды Ин-та абхазской культуры», 1937, в. 10; მისივე,Oчерки по палеолиту, М.–Л., 1961.
თ. ბერაძე
დ. თუშაბრამიშვილი