გულია გიორგი დიმიტრის ძე [1 (14). III. 1913, სოხუმი, – 18. X. 1989, მოსკოვი, დაკრძალულია სოხუმში], რუსი მწერალი, წარმოშობით აფხაზი, დ. გულიას შვილი. საქართველოს (1943) და აფხ. ასსრ (1971) ხელოვნ. დამს. მოღვაწე. პირველი ნაწარმოები გამოაქვეყნა 1930. ავტორია ტრილოგიისა „საკენელი მეგობრები" (1954), რ-შიც შევიდა მოთხრობები: „გაზაფხული საკენში" (1948; სახელმწ. პრემია, 1949; ქართ. თარგმ. 1950), „კეთილი ქალაქი" (1949), „კამა" (1951). ავტორია აგრეთვე მოთხრობებისა: „შაოსანი სტუმრები" (1950), „მოთხრობები კოცონთან" (1957); მოთხრობათა კრებულებისა: „თეთრი ღამე" (1958), „წაბლისფერი სახლი" (1961); რომანებისა: „მორევი" (1959), „სანამ დედამიწა ბრუნავს"... (1962), „მეფე ეხნატონი" (1968), „კაცი ათენიდან. ქრონიკა ექვს წიგნად" (1969), „სულა" (1971), „მიხეილ ლერმონტოვის ცხოვრება და გარდაცვალება" (1973), „თქმულება ომარ ხაიამზე" (1974) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Собрание сочинений в 4-х томах, М., 1974–76.
ლიტ.: Т в е р с к о й А. Д., Георгий Гулиа как он есть, Тб., 1981.