კეკელიძე პროკლე ლევარსის ძე (15. III. 1905, სოფ. იანეული, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 23. VI. 1990, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1961), პროფესორი (1962), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). 1956-იდან იყო თსუ-ის ახ. ქართ. ლიტ-რის ისტ. კათედრის გამგე. მისი ნაშრომები ეხება ა. წერეთლის შემოქმედებასა და საშუალო სკოლებში ქართ. ენის სწავლების საკითხებს. ძირითადი გამოკვლევები: „ქართული ენის სწავლების საკითხები საშუალო სკოლაში" (1952), „აკაკი წერეთელი" (1953),„აკაკი წერეთლის ისტორიული პოემები: თორნიკე ერისთავი, ნათელა. ტექსტოლოგიური გამოკვლევა" (1961).