კეკელიძე ნოდარ პროკლეს ძე (დ. 15. IV. 1930, სოფ. ჩოხატაური, ახლანდ. დაბა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ცენტრი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1984). დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1955). 1961-იდან მუშაობს თსუ-ში სხვადასხვა ლაბორ. და კათედრის ხელმძღვანელად. 1984–85 იყო თსუ-ის სამეცნ. ნაწილის გამგე, 1985–93 – პრორექტორი საბუნებისმეტყველო მეცნ. დარგში; თანამშრომლობს სოხუმის ი. ვეკუას ფიზ.-ტექ. უნტთან, ფ. თავაძის სახ. მეტალ. და მასალათმცოდნეობის ინ-ტთან და სხვა სამეცნ. ცენტრებთან. 2009- იდან არის თსუ-ის ნივთიერებათა კვლევის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი.
კ-ის კვლევის ძირითადი სფეროა ნახევარგამტარებისა და მყარი სხეულების ფიზიკა, ტექნოლოგია, ელექტრონიკა, მასალათმცოდნეობა, რადიაციული ფიზიკა, ფიზ. მეთოდები ეკოლოგიაში. მის მიერ აღმოჩენილია მესრის ორმოდიანი რხევის მოვლენა InP-InAS მყარ ხსნარებში, რ-ებიც გამოიყენება მიკრო- და ოპტოელექტრონიკაში. მონაწილეობდა მრავალ საერთაშ. სამეცნ. ფორუმში. კ-ს მიღებული აქვს პ. მელიქიშვილის პრემია (1990), ლაიფციგის გამოფენის ოქროს მედალი და დიპლომი (1977), ივ. ჯავახიშვილის მედალი (2000), ღირსების ორდენი (2013).
თხზ.: «Journal of Phys. Chem. Solids», v. 34, 2117, 1973 (თანაავტ.); Optical Absorption near the Threshold in n-Type InP, InAs Crystals and their InPx As1-x solid solutions, «Physics Letters», 1972, v. 42, №2 (თანაავტ. G. Kekelidze ).